სტატიები / პრაქტიკული რჩევები / როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი ახალი წლის სუფრისთვის? - დიეტოლოგის რჩევები
როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი ახალი წლის სუფრისთვის? - დიეტოლოგის რჩევები
17.12.2016

ახლოვდება ახალი წელი და საზეიმო განწყობას თან ახლავს უსიამოვნო ფიქრი - როგორ გავატაროთ ეს პერიოდი ისე, რომ რეგულარული სუფრიანობა არა მარტო ჩვენს კილოგრამებზე არ აისახოს, არამედ ჯანმრთელობაზეც?


დიეტოლოგი ნატა გაგუა რამდენიმე რჩევას გვაძლევს, რომელთაც ის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს.


"მოამზადეთ რაც შეიძლება მეტი სალათა ბოსტნეულისგან, რაც ნამდვილად გაალამაზებს თქვენს საახალწლო სუფრას, თანაც გამოიყენეთ არა მაღალკალორიული ტრადიციული მაიონეზი, არამედ სასარგებლო ზეითუნის ზეთი.


დესერტების და ტკბილეულის სახით მოამზადეთ ხილის სალათები, ხაჭოს ჟელირებული ტორტი თხელ ბისკვიტის ფენაზე, ან უბრალოდ ეგზოტიკური ხილი," - წერს ნატა გაგუა სოციალურ ქსელში.


სადღესასწაულო ვახშმის მომზადება მხოლოდ საქმის ნახევარია. ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია დავძლიოთ იმის ცდუნება, რომ არ შევჭამოთ ყველაფერი, რასაც საახალწლო სუფრაზე ვხედავთ. დიეტოლოგი კი რამდენიმე წესს გვთავაზობს.


"1. არ დასხდეთ მშივრები სუფრასთან ახალი წლის ღამით. მთელი დღის განმავლობაში შიმშილი ცუდი იდეაა. დღის განმავლობაშ მიირთვით ზომიერად "სწორი საკვები," ეს იქნება ერთგვარი გარანტი, რომ ზედმეტობაში არ გადავარდეთ.


2. "ორი ერთთან" - ეს წესი გულისხმობს ორი ბოსტნეულის კერძის დაგემოვნებას ერთ ხორცეულთან.


3. წესი მესამე - შერჩევითი მიდგომა. სადღესასწაულო სუფრა საშიშია სამი მიზეზით: ლამაზად გაფორმებული კერძები ძლიერად აღვიძებს მადას. გვინდება ყველაფრის, რასაც ვხედავთ, გასინჯვა. და ბოლოს, პენსილვანიის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, მრავალფეროვანი საკვები ადამიანს სათვალავს ურევს და ვერ აღვიქვამთ ზუსტად, ბევრი ვჭამეთ, თუ ცოტა.


ამიტომ წინასწარ დაათვალიერეთ სუფრა, ამოირჩიეთ რამდენიმე კერძი, რაც ყველაზე მეტად გინდათ და არ მიეკაროთ დანარჩენს.


4. არ დაიწყოთ ალკოჰოლით. მხოლოდ საჭმლის შემდეგ და არა დიდი დოზით. როგორც ცნობილია, ალკოჰოლური სასმელი არა მხოლოდ კალორიულია, განსაკუთრებით ტკბილი ვარიანტი, - არამედ თავშეკავებასაც აძნელებს საჭმლის რაოდენობის გაკონტროლებისას.


5. გამუდმებით ჭამაში გართულნი ნუ იქნებით, რადგან ზოგჯერ ახალი წლის ერთ ღამეში ადამიანი მიირთმევს 2-3 დღის საკვების ნორმას. ნუ დავივიწყებთ - სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად ხომ ბევრი სხვა რამაა მნიშვნელოვანი...


6. რიტმში ყოფნა აუცილებელია, ფიზიკურად ნუ მოდუნდებით. ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი სპორტდარბაზი. ყოველდღიური ფეხით სეირნობა და მსგავსი აქტივობებიც საკმარისია.


7. ჯანმრთელი ძილი არ მოიკლოთ ზამთრის არდადეგების დროს. გახსოვდეთ, გამოუძინებლობა მადისა და დანაყრების შეგრძნებაზე პასუხისმგებელი ჰორმონების დისბალანსის ერთ-ერთი მიზეზია“, - წერს დიეტოლოგი.




Print
პრაქტიკული რჩევები
ჯანმრთელი კვება
08.12.2016
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
12.11.2016
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
16.12.2016
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
23.09.2016
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
19.07.2016
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა